„სპაერის“ მწვრთნელი „აუსტრიასთან“ მარცხზე - ჩვენთან შედარებით გიგანტს ვეთამაშეთ #1TVSPORT
„სპაერის“ მწვრთნელი „აუსტრიასთან“ მარცხზე - ჩვენთან შედარებით გიგანტს ვეთამაშეთ #1TVSPORT

„სპაერის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანზორ კიღურაძემ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ვენის „აუსტრიასთან“ მარცხისა და ტურნირიდან გავარდნის (0:5, ორი მატჩის ჯამში – 0:7) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„დიდი გამოცდილება მივიღეთ. პირველი ტაიმის ბოლოს სამი ბურთი გავუშვით და ამან, რაც დაგეგმილი გვქონდა, ყველაფერი ჩამოანგრია. ჩვენთან შედარებით გიგანტ გუნდს ვეთამაშეთ და ისეთი გამოცდილება მივიღეთ, რომელიც ეროვნულ ლიგა 2-ში გამოგვადგება.

იგრძნობოდა, რაც გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ ყველაზე მეტად გამოუცდელობა დაგვეტყო, ამ თამაშებს კარგად გავაანალიზებთ. წინა შეხვედრაში გაცილებით უფრო საფეხბურთო გარემო იყო. პირველი მატჩის შემდეგ მეტოქეზე მეტი ინფორმაცია გვქონდა, თავიდან გეგმას მივყვებოდით, მაგრამ ჩვენი შეცდომებით გაშვებულმა ბურთებმა ყველაფერი არია.

ეროვნულ ლიგა 2-ში პირველი წრის შემდეგ პირველ ადგილზე ვართ და ეროვნულ ლიგაში გადასვლა გვინდა. რა თქმა უნდა, 0:5 დიდი დარტყმაა, მაგრამ შევეცდები, ფეხბურთელებს ეს წნეხი მოვუხსნა. ამ ორ თამაშში მეც დიდი გამოცდილება შევიძინე და, იმედია, სასიკეთოდ გამოვიყენებ“, – განაცხადა ანზორ კიღურაძემ.