„სპაერი“ ლიგა 2-ის მეორე გუნდია, რომელმაც საქართველოს თასი მოიპოვა #1TVSPORT
საქართველოს თასის გათამაშებაში „სპაერია“ მე-13 გუნდია, რომელიც ტიტულის მფლობელი გახდა და მეორე გუნდია ლიგა 2-დან (2011 წელს „გაგრის“ შემდეგ), რომელმაც საქართველოს თასი მიოპოვა.
ანზორ კიღურაძის გაწვრთნილებმა ფინალურ დაპირისპირებაში „დინამო თბილისი“ პენალტების სერიაში დაამარცხეს (ძირითადი დრო 2:2, 5:4) და არსებობის ისტორიაში ტიტულს პირველად დაეუფლნენ.
საქართველოს თასის ყველა გამარჯვებული:
„დინამო თბილისი“ – 13
„ტორპედო“ – 5
„ლოკომოტივი“ – 3
„იბერია“ (ყოფილი „საბურთალო“) – 3
„ამერი“ – 2
„გაგრა“ – 2
„დინამო“ (ბათუმი) – 1
„ზესტაფონი“ – 1
„ჩიხურა“ – 1
„გურია“ – 1
„ვიტ ჯორჯია“ – 1
„დილა“ – 1
„სპაერი“ – 1