სოზარ სუბარი - როდესაც ითხოვენ სახელმწიფოსგან, სპეციალურ თვითმფრინავს მისცეს უფლება და გაფრინდნენ მოხალისეები, ეს ნიშნავს სახელმწიფოს ჩართვას კონფლიქტში, გვმართებს განსაკუთრებული სიფრთხილე
სოზარ სუბარი - როდესაც ითხოვენ სახელმწიფოსგან, სპეციალურ თვითმფრინავს მისცეს უფლება და გაფრინდნენ მოხალისეები, ეს ნიშნავს სახელმწიფოს ჩართვას კონფლიქტში, გვმართებს განსაკუთრებული სიფრთხილე

როდესაც ითხოვენ სახელმწიფოსგან, სპეციალურ თვითმფრინავს მისცეს უფლება და გაფრინდნენ მოხალისეები, ეს ნიშნავს სახელმწიფოს ჩართვას კონფლიქტში, გვმართებს განსაკუთრებული სიფრთხილე, – განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, სოზარ სუბარმა.

სუბარის თქმით, ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო აღმოჩნდეს ომში ჩართული.

„როცა უკრაინაში ომია და ომი არის უშუალოს დედაქალაქის შემოგარენში, საქართველოს საელჩო და ყველა თანამშრომელი არის კიევში, ისევე, როგორც საკონსულოს თანამშრომლები ოდესაში. ისინი არიან იქ და დგანან უკრაინელი ხალხის გვერდით; დგანან საქართველოს იმ მოქალაქეების გვერდით, რომლებიც უკრაინაში არიან და სხვათა შორის, ძალიან მცირეა საელჩოები, რომლებიც ამ მძიმე წუთებში არ წავიდნენ დედაქალაქიდან. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება უკრაინის მიმართ.

რაც შეეხება მოხალისეების გაწვევას, ძალიან ბევრი გულანთებული ადამიანია, რომელსაც უნდა, რომ თუნდაც იარაღით ხელში დაიცვას უკრაინის დამოუკიდებლობა, უკრაინელი ხალხის თავისუფლება; ბევრი მათგანი უკრაინაშია, ვისაც სურვილი აქვს, რომ წავიდეს. მათ ყველა შანსი აქვთ, წავიდნენ, მაგრამ როდესაც ამას ითხოვენ სახელმწიფოსგან, რომ სახელმწიფო ჩაერთოს და სახელმწიფომ მისცეს სპეციალურ თვითმფრინავს უფლება, რომ გაფრინდნენ მოხალისეები, ეს გარკვეულწილად ნიშნავს სახელმწიფოს ჩართვას ამ კონფლიქტში. გვმართებს განსაკუთრებული სიფრთხილე და სიმტკიცე. ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო აღმოჩნდეს ომში ჩართული და ომის მხარე, მათ ძალიან მძიმე ტვირთად აწევთ 2008 წლის ომი, რომელიც ვერ ააცილეს ქვეყანას; რეზოლუცია, სადაც საქართველოს დააბრალეს ომის დაწყება და უნდათ, რომ მარტო არ იყვნენ ისტორიის წინაშე ამ მძიმე პასუხისმგებლობით და უნდათ, ამ ვითარებით ისარგებლონ თავისი მძიმე დანაშაულისა და სირცხვილის ჩამოსარეცხად და მეორე, ხელისუფლებაში რამენაირად მოსასვლელად“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.