სოზარ სუბარი - როდესაც არაგამჭვირვალე სანქციებზე ეჭვი არსებობს, ჩნდება კითხვა, ეს იმიტომ ხომ არ არის, რომ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში შემობრუნება აიძულონ
სოზარ სუბარი - როდესაც არაგამჭვირვალე სანქციებზე ეჭვი არსებობს, ჩნდება კითხვა, ეს იმიტომ ხომ არ არის, რომ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში შემობრუნება აიძულონ

როდესაც არაგამჭვირვალე სანქციებზე ეჭვი არსებობს, ჩნდება კითხვა, ხომ არ არის ეს იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს აიძულონ, შემობრუნდეს პოლიტიკაში ან ხელისუფლება აიძულოს, ავყვეთ თამაშის წესებს, რომლის მიზანი საქართველოს ომში ჩაბმაა, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა.

დეპუტატის თქმით, ეს არ არის მხოლოდ კელი დეგნანის მიმართ კითხვა, ეს არის ბიძინა ივანიშვილის მიმართ კითხვაც.

„ძალიან გვაინტერესებს, რაც ხდება ბიძინა ივანიშვილის გარშემო, როდესაც ომის დაწყების დღიდან ყოველგვარი დასაბუთების გარეშე არ ხდება მისი თანხების გადარიცხვა მის მიერ მოთხოვნილ ანგარიშებზე, ხდება მისი ქონების დასანქცირება, ნახატების, ვერტმფრენის თუ ა.შ. რა უდევს ამ ყველაფერს საფუძვლად. როდესაც ჩნდება ეჭვი, რომ არაგამჭვირვალე სანქციებს აქვს ადგილი, ჩნდება კითხვა, ხომ არ არის ეს იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს აიძულონ შემობრუნდეს პოლიტიკაში, ან თავისი გავლენები გამოიყენოს იმისთვის, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება აიძულოს, ავყვეთ იმ თამაშის წესებს რომლის მიზანია საქართველო ჩაებას ომში და ამისთვის ხომ არ ჰქონდა შეხვედრას ადგილი ქალბატონ კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის. ძალიან მარტივი კითხვაა, რომელზეც პასუხი უნდა მიგვეღო და სამწუხაროდ, არ მიგვიღია. ეს არ არის კითხვა მხოლოდ ქალბატონი კენი დეგნანის მიმართ, არამედ ეს არის კითხვა ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ. იქნებ, მან მაინც დაგვიდასტუროს, ჰქონდა თუ არა შეხვედრას ადგილი და რაზე იყო ლაპარაკი ამ შეხვედრაზე. ეს იქნება ძალზე მნიშვნელოვანი. თუნდაც იმისთვის რომ, ის ნდობა, რომელიც საქართველოს, ქართველ ხალხს, პირადად მე და ჩემს მეგობრებს გვაქვს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართ, კიდევ უფრო განმტკიცდეს და მას არ მიადგეს არანაირი ჩრდილი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.