სოზარ სუბარი - მერამდენედ უნდა ჩამოვიდეს სააკაშვილი, აღარავის სჯერა, არც მომხრეს და არც მოწინააღმდეგეს
სოზარ სუბარი - მერამდენედ უნდა ჩამოვიდეს სააკაშვილი, აღარავის სჯერა, არც მომხრეს და არც მოწინააღმდეგეს

მერამდენედ უნდა ჩამოვიდეს სააკაშვილი, აღარავის სჯერა, არც მომხრეს და არც მოწინააღმდეგეს, – აღნიშნავს „ქართული ოცნების“ დეპუტატი სოზარ სუბარი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში იქნება.

„მერამდენედ უნდა ჩამოვიდეს, მერამდენედ ჰგონია, რომ თავისი ამ ტყუილი განცხადებებით თავის ამომრჩეველს რაღაც სტიმულს შემატებს. მაგრამ უკვე აღარავის სჯერა, აღარც მის მომხრეს და აღარც მის მოწინააღმდეგეს.

ერთადერთი, ვისაც სჯერა, არის რამდენიმე ტელევიზია, რომლებიც მარტო ამაზე ლაპარაკობენ ორი დღეა. ძალიან ცოტა ხანში ისინიც დარწმუნდებიან, რომ კიდევ ერთხელ მოტყუვდნენ. მას ჰგონია, რომ თავის მომხრეებს ამით დაასტიმულირებს. არც მის მომხრეებს სჯერათ მისი და არც არავის ამ ქვეყანაში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

დატოვე კომენტარი