სოსო ფრუიძე - მატჩის შედეგით უკმაყოფილო ვარ
სოსო ფრუიძე - მატჩის შედეგით უკმაყოფილო ვარ

ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე შოტლანდიურ „აბერდინთან“ შინ ფრედ (1:1) დასრულებული მატჩის შემდეგ, „ჩიხურას“ მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ მედიასთან ისაუბრა და განაცხადა, რომ შედეგით უკმაყოფილოა.

„რა თქმა უნდა, მატჩის შედეგით უკმაყოფილო ვარ. სამწუხაროა, რომ ფიზიკურ ორთაბრძოლებში ხშირად ვაგებდით და გვიჭირდა მაღალ მცველებთან და შემტევებთან თამაში.

მსაჯს დავას ნამდვილად ვერ დავუწყებთ, მაგრამ ჩვენი თერთმეტმეტრიანი უფრო დასანიშნი იყო, ვიდრე მათი. რა თქმა უნდა, შოტლანდიაშიც ბოლომდე ვიბრძოლებთ“, – განაცხადა საჩხერელთა თავკაცმა.

თავის მხრივ, მისი გუნდის კარში დანიშნული 11-მეტრიანით უკმაყოფილოა შოტლანდიელთა მთავარი მწვრთნელი დერეკ მაკინესიც.

„შედეგით კმაყოფილი ვარ, მაგრამ თამაშის ხარისხი არ მომეწონა. ჩვენ ტრავმების გამო ფეხბურთელები გვაკლდა, რომლებიც „ჩიხურასთან“ ვერ დაგვეხმარნენ. იმედგაცრუებული ვიყავი, როდესაც ჩემი გუნდის კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნეს“, – განაცხადა მაკინესმა.