სოსო ფრუიძე - 14:00 საათზე ფეხბურთის თამაში არ შეიძლება #1TVSPORT
სოსო ფრუიძე - 14:00 საათზე ფეხბურთის თამაში არ შეიძლება #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალის“ მთავარმა მწვრთნელმა, სოსო ფრუიძემ „თელავთან“ ფრედ (1:1) დასრულებულ შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა. გამოცდილი მწვრთნელი ამბობს, რომ გუნდმა ქულები მომენტების გამოუყენებლობისთვის დაკარგა.

„სწრაფი გოლი გავიტანეთ. თუმცა, შემდეგ მოხდა ის, რაც ფეხბურთის კანონით უნდა მომხდარიყო – ამდენი გამოუყენებელი მომენტის შემდეგ „თელავმა“ გაგვიტანა. მერე ნახევარდაცვის ხაზი შევცვალეთ და ორ ფორვარდზე გადავედი, თამაში უფრო მეტად რომ გაგვემწვავებინა. მატჩის ბოლოს ორი კარგი მომენტიც შევქმენით და ასეთ შანსებს თუ ვერ გამოიყენებ, რა თქმა უნდა, თამაშის მოგებაზე ლაპარაკი ზედმეტია“, – განაცხადა სოსო ფრუიძემ.

სამგურალის“ მთავარი მწვრთნელის თქმით, თამაშები უფრო სასურველ დროს უნდა დაინიშნოს: „ჩემი აზრით, ასეთ დროს (მატჩი 14:00 საათზე დაიწყო) ფეხბურთის თამაში არ შეიძლება. ამიტომ თავდადებისა და ბრძოლისუნარიანობისთვის ორივე გუნდს მადლობა ეთქმის“.

სოსო ფრუიძის ხელმძღვანელობით „სამგურალმა“ თამაში კარგად დაიწყო, მაგრამ ბოლო ორი ტურია, ვერ იგებს. 12 ტურის შემდეგ წყალტუბოელები 13 ქულით მე-6 ადგილზე არიან.