„სოსიედადის“ მწვრთნელი - თუ „ბარსელონას“  ვილიან ჟოზე სურს, 70 მილიონი გადაიხადოს
„სოსიედადის“ მწვრთნელი - თუ „ბარსელონას“ ვილიან ჟოზე სურს, 70 მილიონი გადაიხადოს

„სოსიედადის“ მთავარმა მწვრთნელმა იმანოლ ალიგუასილმა თავისი გუნდის ფორვარდის ვილიან ჟოზეს მიმართ „ბარსელონას“ ინტერესზე ისაუბრა.

„ბარსელონას“ვილიანის ყიდვა სურს? თუ კატალონიელები მაგიდაზე 70 მილიონ ევროს დადებენ, პრობლემა არ არის, – ციტირებს ალიგუასილს  AS. – საერთოდ, ვილიანზე ბევრს

ლაპრაკობენ. ის ჩვენი გუნდის ფეხბურთელია და ჩვენთან თამაში უნდა, სულ მცირე, მიმდინარე სეზონის დასრულებამდე“.

ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „ბარსელონას“ ვილიან ჟოზეს გუნდში გადმოყვანა ტრავმირებული უსმან დმბელეს ნაცვლად უნდოდა.

მიმდინარე სეზონში, 28 წლის ვილიან ჟოზემ „სოსიედადში“ 24 მატჩი ჩაატარა და რვა გოლი გაიტანა.

Transfermarkt.com „სოსიედადის“ ბრაზილიელ ფეხბურთელს 30 მლიონ ევროდ აფასებს.