„სოშოს“ გენერალურმა დირექტორმა კაშიათი დაინტერესება დაადასტურა - ამ ტრანსფერებს აუცილებლად განვახორციელებთ #1TVSPORT
„სოშოს“ გენერალურმა დირექტორმა კაშიათი დაინტერესება დაადასტურა - ამ ტრანსფერებს აუცილებლად განვახორციელებთ #1TVSPORT

ფრანგული გამოცემა France Bleu Belfort Montbéliard-თან ინტერვიუში „სოშოს“ გენერალურმა დირექტორმა სამუელ ლორანმა დაადასტურა, რომ გუნდი საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტნის, გურამ კაშიას გადაბირებით დაინტერესებულია.

„ლიგა 1 და ლიგა 2 კლუბების საზაფხულო სატრანსფერო ბაზრობა 2021 წლის 9 ივნისს იხსნება და 31 აგვისტომდე გაგრძელდება. მაგრამ „სოშომ“ უკვე მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა და მინიმუმ სამ მოთამაშეს დაიმატებს“, – წერს ფრანგული გამოცემა.

სოშოს“ გენერალური დირექტორი France Bleu Belfort Montbéliard-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ რამდენიმე დღის წინ დაწყებულმა მოლაპარაკებებმა გუნდი სამი მოთამაშით უნდა გააძლიეროს. მან დაადასტურა ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომ „სტრასბურის“ ყოფილი უკანახაზელებიისმაელ ანება და ვალენტინ ანრი დე როდეზი გუნდში ჩარიცხვასთან ძალიან ახლოს არიან.

„ეს აბსოლუტურად სწორი ინფორმაციებია. ჯერ კიდევ რჩება გარკვეული დეტალები, რომლებიც შესათანხმებელია, მაგრამ ამის მიუხედავად, ეს ტრანსფერები აუცილებლად განხორციელდება”, – ირწმუნება გამოცემასთან ინტერვიუში სამუელ ლორანი.

 

„ასევე „სოშო“ ძალიან დაინტერესებულია ქართველი მცველით, გურამ კაშიათი, რომელიც თბილისის „ლოკომოტივში“ თამაშობს“, – წერს გამოცემა და ამასთან დაკავშირებით ლორანის კომენტარს აქვეყნებს.

„ინტერესი არის, მაგრამ ჯერ კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვი”, – ამბობს „სოშოს“ გენერალური დირექტორი.

მეორე მხრივ, ლორანი ადასტურებს, რომ ამ პოზიციაზე მოთამაშე იოჰან მარსიალიმ გუნდი დატოვა, რადგან ტრავმების გამო გუნდს საერთოდ ვერ დაეხმარა.