სონის პოკერი, კეინის ოთხი პასი და გოლი - „ტოტენჰემმა“ პირველი მატჩი მოიგო (ვიდეო)
სონის პოკერი, კეინის ოთხი პასი და გოლი - „ტოტენჰემმა“ პირველი მატჩი მოიგო (ვიდეო)

პრემიერლიგის მეორე ტურში „ტოტენჰემმა“ გასვლით მატჩში „საუთჰემპტონი“ გაანადგურა და ახალ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

მესამე წუთზე ჰარი კეინმა ანგარიში გახსნა, მაგრამ გოლი არ ჩაითვალა. ამის შემდეგ, მასპინძლები დენი ინგზის გოლით გავიდნენ წინ. ამას მოჰყვა ინგლისის ჩემპიონატის ისტორიაში უნიკალური შემთხვევა – ჰეონ-მინ სონმა ოთხი გოლი გაიტანა, კეინმა კი ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ასეთი რამ პრემიერლიგაში არასოდეს მომხდარა. გარდა ამისა, კეინმა 82-ე წუთზე თავადაც გაიტანა. ბოლო წუთებზე მასპინძლებმა ერთი ბურთი გაქვითეს – ინგზმა დუბლი შეასრულა. „ტოტენჰემმა“ 5:2 მოიგო.

პირველ ტურში ჟოზე მოურინიოს გუნდმა 0:1 წააგო „ევერტონთან“.

დატოვე კომენტარი