სონი „რეალის” მესამე სამიზნეა
სონი „რეალის” მესამე სამიზნეა

ჰეონ-მინ სონი მადრიდის „რეალის“ სასურველი ფეხბურთელების სიაში მესამეა, – ამის შესახებ რამდენიმე ავტორიტეტული გამოცემა იტყობინება.

სამეფო გუნდს წელს მეგატრანსფერის განხორციელება და შეტევის ხაზის გაძლიერება აქვს გადაწყვეტილი. ესპანური კლუბის მთავარ სამიზნედ კილიან მბაპე რჩება. ასევე აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები დორტმუნდის „ბორუსიასთან“, ერლინგ ჰალანდის ტრანსფერის თაობაზე.

სონის „რეალში“ მოხვედრა სწორედ იმაზეა დამოკიდებული, მოახერხებს თუ არა მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი მბაპეს ან ჰალანდის შეძენას. მესამე არჩევანი სწორედ სონია.

სამხრეთკორეელ ფეხბურთელს „ტოტენჰემი“ ახალ კონტრაქტს სთავაზობს, რომლის მიხედვით, შემტევი კვირაში 200 000 ფუნტს მიიღებს.

დატოვე კომენტარი