სომხური მედიის ინფორმაციით, სიუნიქის რეგიონში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის დაპირისპირება მოხდა
სომხური მედიის ინფორმაციით, სიუნიქის რეგიონში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის დაპირისპირება მოხდა

სომხური მედიის ინფორმაციით, სიუნიქის რეგიონში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის დაპირისპირება მოხდა.

სომხურ მედიაში სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებული ვიდეო ვრცელდება, რომელშიც სომეხი და აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურეები ერთმანეთს ედავებიან. ასევე, ჩანს ფიზიკური ძალის გამოყენების შემთხვევა.

„ფეისბუქის“ მომხმარებელი ანუშიკ მარტიროსიანი, რომელმაც ვიდეო გამოაქვეყნა, წერს, რომ შემთხვევა სიუნიქის საზღვარზე მოხდა. ვიდეოდან ირკვევა, რომ დავა დაკავშირებულია ტერიტორიულ განსხვავებებთან.

მოგვიანებით, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ სოციალურ ქსელებში განთავსებულ ვიდეოსთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. სომხეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, სოციალურ ქსელში ორი კვირის წინ გადაღებული ვიდეო გავრცელდა და ინციდენტი კაპანის მიმართულებით მოხდა. უწყებაში აღნიშნეს, რომ ეს იყო მცირე ინციდენტი, რომელიც სწრაფად მოგვარდა. „ტერიტორია კვლავ ჩვენი კონტროლის ქვეშ არის“, – აცხადებენ სომხეთის თავდაცვის სამინისტროში.