სომხეთში​ კორონავირუსით ინფიცირების 47 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

08:29, 13.04.2020

კორონავირუსით ინფიცირების 47 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა სომხეთში, რითაც დაავადებულთა რიცხვი 1013-მდე გაიზარდა.

სომხეთის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამჟამად მკურნალობას 803 პაციენტი გადის, 197 კი უკვე განიკურნა. ვირუსს სომხეთში დღემდე 13 ადამიანი ემსხვერპლა.

მსგავსი