სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება
სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

სომხეთის პარლამენტმა ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრად არც მეორედ აირჩია. სპეციალური სხდომა დღეს გაიმართა. ნიკოლ ფაშინიანს არც ერთმა დეპუტატმა არ დაუჭირა მხარი, 13- მა კი, ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. პრემიერ-მინისტრის ასარჩევად სულ 53 ხმა იყო საჭირო .

ნიკოლ ფაშინიანმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 16 ოქტომბერს, საკუთარი ნებით იმის გამო დატოვა, რომ  ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნულიყო.

გადადგომამდე რამდენიმე კვირით ადრე ნიკოლ ფაშინიანმა პარტია „აყვავებულ სომხეთთან“ მემორანდუმი გააფორმა, რომლის მიხედვითაც პარტიამ პრემიერობის საკუთარი კანდიდატი არ წამოაყენა. მხოლოდ „რესპუბლიკელების“ ხმათა რაოდენობა კი, პრემიერის ასარჩევად საკმარისი არ არის.

შესაბამისად, ორი ჩავარდნის შემდეგ, კონსტიტუციით ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. სავარაუდო თარიღად კი, 9–10 დეკემბერი სახელდება.

დატოვე კომენტარი