სომხეთში საქართველოს ელჩმა სომხეთის თავდაცვის მინისტრთან რეგიონული კონფლიქტები განიხილა
სომხეთში საქართველოს ელჩმა სომხეთის თავდაცვის მინისტრთან რეგიონული კონფლიქტები განიხილა

სომხეთში საქართველოს ელჩი გიორგი საგანელიძე სომხეთის თავდაცვის მინისტრს, დავიდ ტონოიანს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია სომხეთის თავდაცვის უწყების პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

საგანელიძემ და ტონოიანმა რეგიონული კონფლიქტების დარეგულირების საკითხი განიხილეს.