ერევანში საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან [ფოტო]

11:39, 26.04.2018

ერევანში საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, აქცია 12:00 საათზეა დანიშნული.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ყველა მთავარი ქუჩის გადაკეტვას გეგმავენ.

ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი მორიგ მსვლელობას ლამბადის ხიდიდან დაიწყებს. მანამდე კი, აქციის ორგანიზატორებმა ყველა მძღოლს მოუწოდეს, რომ დღეს, 12:05 საათზე ავტომობილები 20 წუთით გააჩერონ.

   

მსგავსი