სომხეთში ოპოზიციონერი არტურ ვანეციანი ნიკოლ ფაშინიანის მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს

18:50, 14.11.2020

სომხეთში ოპოზიციური პარტიის, „სამშობლოს“ ლიდერი არტურ ვანეციანი დააკავეს.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია არტურ ვანეციანის ადვოკატზე, ლუსინე სააკიანზე დაყრდნობით ავრცელებს.

სომხური მედიის ცნობით, დაკავებულს ბრალი ედება ხელისუფლების მიტაცებისა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მკვლელობის მომზადებაში.

მსგავსი