სომხეთში ოპოზიციამ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართა
სომხეთში ოპოზიციამ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართა

ოპოზიციურმა ჯგუფებმა სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის პარტიის ოფისთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქციაზე ოპოზიციურმა ძალებმა ნიკოლ ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო შეთანხმებას“ აქციაზე შეერთებისკენ მოუწოდეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„მოგიწოდებთ თქვენ, შემოუერთდეთ ერის მოთხოვნას ნიკოლ ფაშინიანის გადადგომაზე“, – განაცხადა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ყველა, ვინც ნიკოლ ფაშინიანს იცავს, ღალატისთვის პასუხს აგებს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქციები ქვეყანაში 10 ნოემბრიდან დაიწყო, რაც სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ყარაბაღის კონფლიქტის ზონასთან დაკავშირებით გაფორმებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოჰყვა.