სომხეთში მთავრობის საწინააღმდეგო აქციაზე 25 ადამიანი დააკავეს

14:19, 23.02.2021

სომხეთში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე 25 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, მთავრობის სახლთან შეკრებილი დემონსტრანტები ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშიანიანის გადადგომას ითხოვდნენ.

მოქალაქეები ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს. მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას „პოლიციის მხრიდან სამართლებრივი ბრძანების დაუმორჩილებლობისთვის“.

მსგავსი