სომხეთში „კოვიდ-19“-ის 458 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა ერთი პაციენტი
სომხეთში „კოვიდ-19“-ის 458 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა ერთი პაციენტი

ბოლო 24 საათის განმავლობაში სომხეთში „კოვიდ-19“-ის 458 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ერთი პაციენტი კი, გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ინფიცირების 50 359 შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის, 44 001 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 959 პაციენტი გარდაიცვალა.

ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული პაციენტების რიცხვი, რომელთა გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება, 297-ს აღწევს.