სომხეთში კორონავირუსით 33 წლის პაციენტი გარდაიცვალა

20:10, 04.06.2020

სომხეთში ახალი კორონავირუსით 33 წლის პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა გაავრცელა. მინისტრის თქმით, დაინფიცირებულს თანმხლები ქრონიკული დაავადება ჰქონდა.

მისივე განმარტებით, სომხეთის ჯანდაცვის სისტემა პაციენტთა დიდი ნაკადის გამო სერიოზულ დატვირთვას განიცდის.

არსენ ტოროსიანმა მოსახლეობას მოუწოდა, გაითვალისწინო რეკომენდაციები და ამით არა მარტო მათი, არამედ მათი ოჯახის წევრების სიცოცხლეც დაიცვან.

მსგავსი