სომხეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა
სომხეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

სომხეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი „ფეისბუქში“ წერს.

ფაშინიანი აღნიშნავს, რომ ინფიცირებული სომხეთის მოქალაქე, 29 წლის მამაკაცია, რომელიც 28 თებერვალს ირანიდან მეუღლესთან ერთად დაბრუნდა. ინფიცირებული თავად მივიდა სამედიცინო დაწესებულებაში. სომხეთის პრემიერის თქმით, ინფიცირებული თავს კარგად გრძნობს, თავდაპირველად ჰქონდა მომატებული ტემპერატურა, ამჟამად კი, ეს სიმპტომიც არ აღენიშნება. ამასთან, მისივე თქმით, მამაკაცის მეუღლეს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.

ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ქვეყანაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით გათვალისწინებული ყველა ზომა გატარდება.