სომხეთში კორონავირუსის 531 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 16 ადამიანი

10:58, 31.12.2020

სომხეთში კორონავირუსის 531 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 16 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო ოდენობა 160 000-ს აღწევს. მათ შორის 2 823 პაციენტი ვირუსს ემსხვერპლა.

ამას გარდა, სომხეთში 684-ს აღწევს იმ პირთა რიცხვი, რომელთაც კორონავირუსის დიაგნოზი ჰქონდათ, თუმცა გარდაცვალების მიზეზი სხვა თანმხლები დაავადება გახდა.

მსგავსი