სომხეთში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა შვიდი პაციენტი
ბოლო 24 საათში, სომხეთში კორონავირუსის 508 შემთხვევა გამოვლინდა, 293 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა შვიდი პაციენტი.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
20 აგვისტოს მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 236 742 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის, 223 736 პაციენტი გამოჯანმრთელდა.