სომხეთში კორონავირუსის 41 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 33 პაციენტი, გარდაიცვალა ოთხი

12:01, 14.06.2021

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 41 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 33 პაციენტი, გარდაცვლილთა რაოდენობა კი ოთხით გაიზარდა. ინფორმაციას, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, სომხური მედია ავრცელებს.

14 ივნისის მონაცემებით, ქვეყანაში აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 2 913-ს შეადგენს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე სომხეთში კორონავირუსის 223 723 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 215 228 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 4 488 შეადგენს.

მსგავსი