სომხეთში კორონავირუსის 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში კორონავირუსის 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, სომხეთში კორონავირუსის 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 102 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი, სამით გაიზარდა.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

20 ივლისის მდგომარეობით, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 3 503 შეადგენს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 227 716 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 218 529 პაციენტი გამოჯანმრთელდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსით სულ 4 572 ადამიანი გარდაიცვალა.