სომხეთში ხმების 20 პროცენტის დათვლის შემდეგ, ნიკოლ ფაშინიანის პარტია ლიდერობს
სომხეთში ხმების 20 პროცენტის დათვლის შემდეგ, ნიკოლ ფაშინიანის პარტია ლიდერობს

სომხეთში, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე ხმების 20 პროცენტის დათვლის შემდეგ, 58,49 პროცენტით ნიკოლ ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო შეთანხმება“ ლიდერობს. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოფიციალური მონაცემებით, მეორე ადგილზეა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის საარჩევნო ბლოკი „სომხეთი“, რომელსაც 18,63 პროცენტი აქვს.

სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების მიხედვით, მესამე ადგილს იკავებს კიდევ ერთი ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარქსიანის საარჩევნო ბლოკი „მაქვს პატივი“, რომელსაც ამ დროისთვის 5,36-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს.

გაგიკ წარუკიანის პარტიამ „აყვავებული სომხეთი“, არსებული ინფორმაციით, ხმათა 4,90 პროცენტი მიიღო.

დატოვე კომენტარი