სომხეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 225 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა ექვსი ადამიანი
სომხეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 225 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა ექვსი ადამიანი

სომხეთში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი გასული დღე-ღამის განმავლობაში 225-ით გაიზარდა, ექვსი ადამიანი კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

9 აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანას 40 410 ინფიცირებული და 791 გარდაცვლილი ჰყავს. ვირუსისგან უკვე განიკურნა 32 000-ზე მეტი პაციენტი. აქტიურ შემთხვევათა რიცხვი კი 6700-ს აღემატება.