სომხეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 174 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ერთი პაციენტი
სომხეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 174 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ერთი პაციენტი

სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 174 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ეპიდემიის გავრცელების შემდეგ, სომხეთში „კოვიდ-19“ უკვე 45 326 ადამიანს დაუდასტურდა.

ბოლო ერთ დღეში კორონავირუსულ ინფექციას სომხეთში ერთი ადამიანი ემსხვერპლა. საერთო ჯამში კი მსხვერპლის რიცხვი 906-ს აღწევს.

სომხური მედია წერს, რომ ეპიდემიის დაწყების შემდეგ, „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 279 ადამიანი სხვა დაავადებებით გარდაიცვალა. სომხეთში კორონავირუსული ინფექციისგან უკვე 41 233 ადამიანი გამოჯანმრთელდა.