სომხეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 127 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ცხრა პაციენტი
სომხეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 127 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ცხრა პაციენტი

სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 127 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

24 იანვრის მდგომარეობით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ სომხეთში „კოვიდ-19“ 166 036 ადამიანს დაუდასტურდა, რომელთაგან 154 708 უკვე გამოჯანმრთელდა.

ბოლო 24 საათში სომხეთში კორონავირუსულ ინფექციას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყანაში ვირუსით, საერთო ჯამში, 3 700-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის პაციენტები, რომლებსაც „კოვიდ-19“ დაუდასტურდათ, მაგრამ სომხეთის მთავრობის განმარტებით, გარდაცვალების მიზეზი სხვა დაავადებები გახდა.