სომხეთში ერთმანეთს ირანისა და რუსეთის პრეზიდენტები შეხვდნენ
სომხეთში ერთმანეთს ირანისა და რუსეთის პრეზიდენტები შეხვდნენ

სომხეთში მიმდინარე ევრაზიული ეკონომიკური საბჭოს შეხვედრის ფარგლებში ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ რუსეთისა და ირანის პრეზიდენტები. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინისა და ჰასან როუჰანის საუბრის მთავარი თემა ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონში არსებული სიტუაცია იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საუდის არაბეთიც იყო.

ვლადიმერ პუტინის თქმით, ლიდერები ერთმანეთს რეგულარულად ხვდებიან, თუმცა მათ ყოველთვის აქვთ სასაუბრო თემა.

„სიამოვნებით გავიმეორებ, რომ მიმდინარეობს ერთობლივი მუშაობა იმისთვის, რომ ირანი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში შემოვიერთოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩვენი ქვეყნებისთვის სასარგებლო იქნება“, – განაცხადა პუტინმა.