სომხეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 460 შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 460 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 460 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

29 მაისის მონაცემებით, სომხეთში „კოვიდ-19“ 8 676 ადამიანს დაუდასტურდა. ბოლო ერთ დღეში, სომხეთში კორონავირუსს შვიდი ადამიანი, საერთო ჯამში კი, 120 პირი ემსხვერპლა.​ კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი სხვა დაავადებით დაიღუპა. ასეთი შემთხვევების რიცხვი სომხეთში 45-ს აღწევს.

დატოვე კომენტარი