სომხეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 544 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 12 პაციენტი
სომხეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 544 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 12 პაციენტი

სომხეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 544 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამის მონაცემებს სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გარდაიცვალა 12 პაციენტი. მათგან სამის გარდაცვალების მიზეზად „სხვა დაავადებები“ სახელდება.

17 ივნისის მდგომარეობით, სომხეთში სულ გამოვლენილია „კოვიდ-19“-ის 18 033 შემთხვევა, აქედან 6 814 პირი გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში, გარდაიცვალა 401 ინფიცირებული.