სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 257 ადამიანი დაინფიცირდა, 128 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 257 ადამიანი დაინფიცირდა, 128 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 257 ადამიანი დაინფიცირდა, 128 კი გამოჯანმრთელდა. ბოლო-დღე-ღამეში გარდაიცვალა სამი პაციენტი.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

16 სექტემბრის მდგომარეობით, სომხეთში პანდემიის დასაწყისიდან დღემდე კორონავირუსის სულ 46 466 შემთხვევაა გამოვლენილი. მათ შორის 42 069 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 1 206 პაციენტი. მათგან 283 ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად „სხვა დაავადებები“ დასახელდა.