სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ორი ადამიანი
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ორი ადამიანი

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა ორი ადამიანი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სომხეთში ვირუსი სულ 44 783 ადამიანს დაუდასტურდა. კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 897-ია.

ამასთან, სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ცალე აღრიცხავს იმ კოვიდინფიცირბულთა გარდაცვალებას, რომლებიც სხვა დაავადებებით დაიღუპნენ. სომხეთში მსგავსი სულ 275 შემთხვევაა აღრიცხული.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ერთ დღეში მათი რიცხვი 266-ით გაიზარდა და 40 089 შეადგინა. ამჟამად მკურნალობას განაგრძობს 3522 პაციენტი.