სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 189 ადამიანს დაუდასტურდა, ხუთი ინფიცირებული კი გარდაიცვალა
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 189 ადამიანს დაუდასტურდა, ხუთი ინფიცირებული კი გარდაიცვალა

სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 189 ადამიანს დაუდასტურდა, ხუთი ინფიცირებული კი გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამგვარად სომხეთში, ოფიციალური სტატისტიკით, სულ გამოვლენილია კორონავირუსის 4 472 შემთხვევა, „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილია 60 ადამიანი. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრი აღნიშნავს, რომ დაფიქსირებულია 24 ლეტალური შემთხვევა სხვა მიზეზით.

სომხეთში გამოჯანმრთელებულია სულ 1 925 პაციენტი.