სომხეთში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის დაბომბვას განაგრძობს
სომხეთში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის დაბომბვას განაგრძობს

სომხური მხარის ცნობით, აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის დაბომბვას განაგრძობს.

სომხური მედიის ცნობით, დღეს დილიდან აფეთქებების ხმა ისმის სტეპანაკერტში. სროლა ისმოდა ღამის განმავლობაშიც.

როგორც ერევანში აღნიშნავენ, ადგილობრივ მოსახლეობას ღამის გათენება თავშესაფრებსა და სარდაფებში მოუწია.

აზერბაიჯანში აცხადებენ, რომ მთიან ყარაბაღში „ანტიტერორისტულ ოპერაციას“ ახორციელებენ. სომხური მხარის ცნობით, აღნიშნული მოქმედებების შედეგად დაღუპულია 27 და დაშავებულია 200-მდე ადამიანი.

ოფიციალური ბაქოს განცხადებით, ოპერაციის სამიზნეს მშვიდობიანი მოსახლეობა არ წარმოადგენს.

ამასთან, აზერბაიჯანული მხარე ქალაქ სტეფანაკერტს ქალაქ ხანქენდად მოიხსენიებს.