სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები მილანში შეხვედრას მართავენ
სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები მილანში შეხვედრას მართავენ

სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს მილანში შეხვედრას მართავენ. მოლაპარაკებების მთავარი თემა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაა.

შეხვედრა ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების შუამავლობით იმართება.

მოლაპარაკებებს ასევე დაესწრება ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის პირადი თანაშემწე ანჯეი კასპრშიკი.

რუსული მედიის ცნობით, არ არის გამორიცხული, რომ შეხვედრის ბოლოს დიპლომატებმა ერთობლივი განცხადება გააკეთონ.

ბოლოს სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს 27 სექტემბერს შეხვდნენ.

დატოვე კომენტარი