სომხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კარენ კარაპეტიანი მთავრობის პირველი ვიცე-პრემიერი გახდა
სომხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კარენ კარაპეტიანი მთავრობის პირველი ვიცე-პრემიერი გახდა

სომხეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი კარენ კარაპეტიანი მთავრობის პირველი ვიცე-პრემიერი გახდა. შესაბამის ბრძანებას ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა მოაწერა.

ვიცე პრემიერ-მინისტრებად კი საერთაშორისო ეკონომიკური ინტეგრაციისა და რეფორმების მინისტრი ვაჩე გაბრიელიანი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი არმენ გევორქიანი დაინიშნენ.

შეგახსენებთ, 9 აპრილს მთავრობა პრემიერ-მინისტრ კარმენ კარაპეტიანის ხელძღვანელობით გადადგა. 17 აპრილს სომხეთის პარლამენტმა კი ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად ექსპრეზიდენტი სერჟ სარგსიანი აირჩია.