სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს, რობერტ ქოჩარიანს ქვეყნის დატოვების უფლება არ მისცეს
სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს, რობერტ ქოჩარიანს ქვეყნის დატოვების უფლება არ მისცეს

სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს, რობერტ ქოჩარიანს ქვეყნის დატოვების უფლება არ მისცეს.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ქოჩარიანი „ზვართნოცის“ აეროპორტში სამართალდამცავებმა შეაჩერეს და ქვეყნის დატოვების უფლება არ მისცეს, მიუხედავად იმისა, რომ, მისი ოფისის განცხადებით, ვიზიტი წინასწარ იყო დაგეგმილი და კერძო ხასიათს ატარებდა.

ოფისის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ბოლო პერიოდში ხელისუფლების მხრიდან გავრცელებული „არასწორი ინფორმაცია“ ოპოზიციის წარმომადგენლების მოგზაურობებთან დაკავშირებით გახდა მიზეზი, რის გამოც ისინი იძულებულნი გახდნენ, საზოგადოებისთვის დამატებითი განმარტება გაეკეთებინათ.

ქოჩარიანის ოფისის წარმომადგენელმა, ბაგრატ მიქოიანმა განაცხადა, რომ ხელისუფლების ქმედება პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

„მოხდა ის, რასაც ველოდით. მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ იყო ცნობილი მისი სამდღიანი პირადი ვიზიტის შესახებ, მას უკანონოდ და უმიზეზოდ აუკრძალეს ქვეყნის დატოვება“, – აღნიშნა მიქოიანმა.

მისივე თქმით, სამთავრობო მედია წინასწარ ფლობდა აღნიშნულ ინფორმაციას, ვიდრე სასაზღვრო სამსახური ქოჩარიანს გააჩერებდა.

„პატარა დიქტატორმა „დემოკრატიის ბასტიონი“, რომელსაც მისი ევროპელი ბატონები ასე აქებენ, ფაქტობრივად, „დემოკრატიის საკონცენტრაციო ბანაკად“ გადააქცია“, – აღნიშნა მიქოიანმა.