სომხეთის ვიცე-პრემიერი საქართველოს ხელისუფლებას დახმარებისთვის მადლობას უხდის
სომხეთის ვიცე-პრემიერი საქართველოს ხელისუფლებას დახმარებისთვის მადლობას უხდის

ლარსის გამშვებ პუნქტზე მყოფი სომხეთის 140 მოქალაქე საქართველოს გავლით სომხეთში დაბრუნდება. ამის შესახებ განცხადება სომხეთის ვიცე-პრემიერმა, ტიგრან ავინიანმა გააკეთა. მან საქართველოს ხელისუფლებას დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

„რუს და ქართველ პარტნიორებთან მოლაპარაკებებისა და მათი კეთილი ნების წყალობით, შესაძლებელი გახდა, გამონაკლისის სახით, 20 მარტის 20:00 საათის მდგომარეობით, რამდენიმე დღის განმავლობაში ლარსის გამშვებ პუნქტზე მყოფი სომხეთის რესპუბლიკის 140 მოქალაქე საქართველოს გავლით სომხეთში დაბრუნება“, – აღნიშნავს სომხეთის ვიცე-პრემიერი.

დატოვე კომენტარი