სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის არმიის სამი ტანკი გაანადგურეს
სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის არმიის სამი ტანკი გაანადგურეს

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანის არმიის სამი ტანკის განადგურების შესახებ იუწყება.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის, შუშან სტეფანიანის განცხადებით, აზერბაიჯანის ტანკები სომხური წარმოების სპეციალური დანიშნულების დამრტყმელმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა გამოიყვანა მწყობრიდან.

სომხეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, თითქმის ექვსდღიანი ბრძოლის შემდეგ, აზერბაიჯანულ მხარეს ფრონტის ხაზიდან დაზიანებული ჯავშანტექნიკა გაჰყავს.