სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოწინააღმდეგემ სტეპანაკერტზე სარაკეტო დარტყმები განახორციელა
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოწინააღმდეგემ სტეპანაკერტზე სარაკეტო დარტყმები განახორციელა

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოწინააღმდეგემ სტეპანაკერტზე სარაკეტო დარტყმები განახორციელა. შესაბამის ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის უწყების ოფიციალური წარმომადგენელი შუშან სტეპანიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, მიმდინარეობს სხვადასხვა ინტენსივობის სროლა.

როგორც სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის ძალები ვითარებას აკონტროლებენ.

სტეპანაკერტზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად, მსვერპლისა და დაშავებულების შესახებ მონაცემები უცნობია.

სომხურმა მხარემ სტეპანაკერტზე იერიშის შესახებ დღეს დილითაც განაცხადა.