სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანის არმიის მიერ სომხეთის ქალაქ ვარდენისის დაბომბვის შესახებ იუწყება
სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანის არმიის მიერ სომხეთის ქალაქ ვარდენისის დაბომბვის შესახებ იუწყება

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანის არმიის მიერ სომხეთის ქალაქ ვარდენისის დაბომბვის შესახებ იუწყება. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, არწრუნ ჰოვანისიანის განცხადებით, ქალაქ ვარდენისში უპილოტო საფრენმა აპარატმა სამოქალაქო ავტობუსი დაბომბა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი შუშან სტეფანიანი ამბობს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი ვარდენისში მდებარე სამხედრო ნაწილებს გაუხსნეს.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო მკაცრი პასუხის გაცემით იმუქრება.