სომხეთის ქალაქ გავარში დაპირისპირების საქმეზე, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა, პოლიციამ 15 პირი დააკავა
სომხეთის ქალაქ გავარში დაპირისპირების საქმეზე, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა, პოლიციამ 15 პირი დააკავა

სომხეთის ქალაქ გავარში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე პოლიციამ 15 ადამიანი დააკავა. როგორც სააგენტო „ნიუს ამი“ წერს, ამის შესახებ საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახურმა განაცხადა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, 28 აპრილს ქალაქ გავარში რამდენიმე პირმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც დაიღუპა ორი ადამიანი, რამდენიმე კი დაიჭრა. სროლიდან რამდენიმე საათში ადგილობრივ საავადმყოფოს მოქალაქეთა ჯგუფი თავს დაესხა.

თავდამსხმელებმა საავადმყოფოს ფანჯრის მინები ჩაამსხვრიეს, ავეჯი დააზიანეს და ერთ-ერთი პაციენტის მოკვლა სცადეს. მამაკაცმა სხეულის დაზიანებები მიიღო.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, საავადმყოფოში შეჭრილი პირები მანამდე სროლის დროს მოკლული ორი პირის ნათესავები იყვნენ.