სომხეთის პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტმა აზერბაიჯანს სომხეთის ტერიტორიიდან ჯარის გაყვანისკენ მოუწოდა

08:02, 02.06.2021

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის დროს აზერბაიჯანს მოუწოდა, გაიყვანოს ჯარი სომხეთის ტერიტორიიდან.

აღნიშნულ ინფორმაციას სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის ვებგვერდი ავრცელებს.

ამასთან, სომხეთის პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციის თანახმად, მაკრონმა ასევე მოუწოდა მხარეებს, დაუბრუნდნენ 11 მაისამდე პოზიციებს და საზღვრების დემარკაცია მხოლოდ მოლაპარაკებების საფუძველზე მოახდინონ.

მსგავსი