სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი გადადგა
სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი გადადგა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობიდან გადადგა. ამ ნაბიჯით ფაშინიანი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას გეგმავს.

იმ შემთხვევაში, თუ ორი კვირის განმავლობაში პარლამენტი ორი მცდელობით ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევას ვერ მოახერხებს, ეროვნულ კრებას დაითხოვენ, ქვეყანაში კი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.

გადადგომამდე რამდენიმე კვირით ადრე, ნიკოლ ფაშინიანმა პარტია „აყვავებულ სომხეთთან“ მემორანდუმი გააფორმა, რომლის მიხედვითაც პარტია პრემიერობის საკუთარ კანდიდატს არ წამოაყენებს. ანალოგიურად მოიქცევა დაშნაკცუთიუნიც.

სავარაუდოდ საკუთარ კანდიდატს „რესპუბლიკური პარტია“ წამოაყენებს, თუმცა 105-ადგილიან პარლამენტში მათი 50 მანდატი პრემიერის ასარჩევად საკმარისი არ იქნება, შესაბამისად, ორი ჩავარდნის შემდეგ, კონსტიტუციით ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. სავარაუდო თარიღად კი 9–10 დეკემბერი სახელდება.