სომხეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლე აზერბაიჯანის პირველ ლედის ყარაბაღში ეპატიჟება
სომხეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლე აზერბაიჯანის პირველ ლედის ყარაბაღში ეპატიჟება

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მეუღლე ანა აკოპიანი აზერბაიჯანის ვიცე-პრეზიდენტსა და პირველ ლედის, მეჰრიბან ალიევას ყარაბაღში ეპატიჟება.

„ჩვენ ვიცით, როგორ ვუმასპინძლოთ სტუმრებს“, – განაცხადა სომხეთის პრემიერის მეუღლემ.

ანა აკოპიანის თქმით, თუ მეჰრიბან ალიევა მიწვევას მიიღებს, თავადაც მზად არის, აზერბაიჯანის დედაქალაქში ჩავიდეს.

მისი თქმით, როდესაც მეჰრიბან ალიევამ თქვა, რომ ოცნებობს, ყარაბაღში მუღამს მოუსმინოს, თუ ომი იგულისხმა, მაშინ ეს ოცნება აუსრულებელი დარჩება.

„თუ ისინი ომს დაიწყებენ, ალბათ გაჩნდება სხვა ტერიტორიებიც, სადაც მუღამის მოსმენა ოცნებად იქცევა“, – განაცხადა ანა აკოპიანმა.