სომხეთის პირველი პრეზიდენტი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას
სომხეთის პირველი პრეზიდენტი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

სომხეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი (1991-1998) ლევონ ტერ-პეტროსიანი ივნისში დაგეგმილ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში პარტია „სომხური ნაციონალური კონგრესის“ სიით მიიღებს მონაწილეობას.

„სომხეთის ნაციონალური კონგრესი“ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. პარტიის საარჩევნო სიის პირველი ნომერი ლევონ ტერ-პეტროსიანი იქნება, ხოლო საარჩევნო შტაბს პარტიის ხელმძღვანელის მოადგილე ლევონ ზურაბიანი უხელმძღვანელებს“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.