სომხეთის პარლამენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გაუქმებას მხარი არ დაუჭირა

21:39, 26.11.2020

სომხეთის პარლამენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გაუქმებას მხარი არ დაუჭირა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

საომარი მოქმედებების გაუქმებას მხარი მხოლოდ 37-მა დეპუტატმა დაუჭირა, 65 დეპუტატი არ დაეთანხმა, ორმა კი პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა. საკანონმდებლო ინიციატივის წინააღმდეგი ძირითად მმართველი გუნდის წარმომადგენლები იყვნენ.

პარლამენტში საომარი მდგომარეობის გაუქმების ინიციატივა ოპოზიციურმა პარტიებმა წარადგინეს. სომხეთში საომარი მდგომარეობა სექტემბრის ბოლოდან მოქმედებს.

მსგავსი